ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობას საბოლოოდ წყვეტს

აშშ-ის პრეზიდენტმა საბოლოოდ შეწყვიტა ურთიერთობა ჯანმოსთან(WHO),რაც გამოიხატება მის დაფინანსებაზე უარის თქმასა და ამ თანხის სხვა საჭიროებებზე გადანაწილებაში. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამოსვლისას განაცხადა.

ვაშინგტონი მთლიანად წყვეტს ურთიერთობას ჯანმოსთან,ვინაიდან ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა გაეტარებინა ის რეფორმები,რომლებსაც აშშ-ის ხელისუფლება ისე დაჟინებით ითხოვდა.

ტრამპმა აღნიშნა,რომ ჯანმოსთვის გამოყოფილი წლიური 450 მილიონი დოლარი ახლა უკვვე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა საჭიროებებზე გადანაწილდება.

Comments
Loading...