ტრამპი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთის მარიონეტია!

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას (WHO) ჩინეთის მარიონეტი უწოდა. ამის შესახებ The Business Times იუწყება.

“იგი ჩინეთის მარიონეტია, უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ჩინეთზე არის ორიენტირებული”, – განაცხადა მან.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ “ბევრი ცუდი რჩევა, საშინელი რჩევა” გასცა და,რომ ის არასწორი იყო და ყოველთვის მხარს უჭერდა ჩინეთს.

აპრილის შუა რიცხვებში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა WHO-ს დაფინანსების შეჩერების შესახებ. მან თავისი გადაწყვეტილება განმარტა იმით, რომ ორგანიზაციამ არ შეასრულა თავისი პასუხისმგებლობა და ამის გამო უნდა აგოს პასუხი.

მისი თქმით, ჯანმო-ს მოქმედებამ ჩინეთს ხელი შეუწყო კორნავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში, რამაც, სავარაუდოდ, დაავადების უფრო მასშტაბური გავრცელება გამოიწვია, ვიდრე ეს შეიძლებოდა ყოფილიყო. მოგვიანებით, Fox News-მა აღნიშნა, რომ ტრამპი ნაწილობრივ განაახლებს WHO-ს დაფინანსებას, თუმცა თავად პრეზიდენტს ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

Comments
Loading...