ტრამპი: ჰონგ კონგის ავტონომიის შეზღუდვის გამო,ჩინეთს სანქციები დაეკისრება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამოსვლისას განაცხადა,რომ დაწესდება სანქციები ჩინეთისა და ჰონგ კონგის იმ ოფიციალურ პირებზე,რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ,უშუალოდ ან არაპირდაპირად, ჰონგ კონგის ავტონომიის შეზღუდვაში.

“ეს არის ტრაგედია ჰონგ კონგისათვის…ჩინეთმა შეარხია ჰონგ კონგის თავისუფლება”-თქვა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა ,რომ თეთრი სახლის ქმედებები იქნება ძლიერი და მნიშვნელოვანი,თუმცა არ დაუკონკრეტებია ის,თუ რა სახის იქნება სანქციები.

დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა იმასაც,რომ აიკრძალება ჩინეთიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა აშშ-ში,ვინაიდან ეს არის უსაფრთხოების პოტენციური რისკი.

შეგახსენებთ,რომ ტრამპის ამ გამოსვლამდე 4 დღით ადრე ,მისმა მრჩეველმა რობერტ ობრაიანმა განაცხადა ჩინეთისათვის სანქციების დაწესების შესახებ იმ შემთხვევაში,თუკი აშშ ჩათვლიდა,რომ პეკინი ჰონგ კონგის ავტონომიას ზღუდავს.

Comments
Loading...