ტრამპმა ბაიდენს დებატების წინ ნარკოტესტის გავლისაკენ მოუწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბაიდენს მოუწოდა,რომ ორივე მათგანმა გაიროს ნარკოტესტი,დებატების წინ.ამის შესახებ იტყობინება BBC.

აშშ-ის ამჟამინდელი მეთაური ამბობს,რომ მან შენიშნა ბაიდენის “მოულოდნელი გაუმჯობესება” მის გამოსვლებში დემოკრატებს შორის სატელევიზიო დებატებისას.

ამავე დროს, ტრამპს არ მიუთითებია რაიმე კონკრეტული მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მის მეტოქეს შეეძლო სტიმულატების გამოყენება. ბაიდენს ჯერ არ უპასუხია პრეზიდენტის წინადადებაზე. ცნობილია, რომ არჩევნებამდე მათ შორის დებატების სამი ტურია დაგეგმილი.

Comments
Loading...