ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი პროდუქტიული იყო

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი საუბარი რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან, რომელიც 23 ივლისს შედგა, ძალიან პროდუქტიული იყო.

“მე არ ვისაუბრებ ახლა იმის შესახებ, თუ რა საკითხები განვიხილეთ ჩვენ, მაგრამ ჩვენ გვქონდა ბევრი მსჯელობა. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან პროდუქტიული საუბარი იყო”, – თქვა ტრამპმა პრესკონფერენციის დროს.

ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი 23 ივლისს შედგა. თეთრი სახლის ცნობით, შეერთებული შტატებისა და რუსეთის ლიდერებმა განიხილეს COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები.

Comments
Loading...