ტრამპმა გენერალური ინსპექტორი მაიკლ ატკინსონი გაათავისუფლა

აშშ-ს პრეზიდენტმა თანანმდებობიდან გაათავისუფლა მაიკლ ატკინსონი,რომელიც იმპიჩმენტის გამომწვევ საჩივარს განიხილავდა. ინფორმაციას ავცრელებს Associated Press

ამერიკის ლიდერმა კონგრესს გაუგზავნა წერილი 3 აპრილს.

„ძალიან მნიშვნელოვანია,რომ მე ბოლომდე ვენდობოდე გენერალური ინსპექტორის თანანმდებობაზე დანიშნულ პირებს. ვითარება განსხვავებულია ამ გენერალური ინსპექტორის შემთხვევაში“-ნათქვამია წარდგინებულ წერილში.

ატკინსონი იყო პირველი,რომელმაც კონგრესს დაზვერვის თანამშრომლის მიერ დაწერილი საჩივრის შესახებ ამცნო.საჩივარი ეხებოდა ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარს.  ეს კი გახდა მიზეზი იმპიჩმენტის გამოცხადებისა.

Comments
Loading...