ტრამპმა ერდოღანს ამერიკელი პასტორის გათავისუფლებისკენ მოუწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთში ამერიკელი პასტორის ანდრიუ ბრანსონის დაპატიმრებას “სამარცხვინო” უწოდა და განაცხადა, რომ თურქეთის ლიდერმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ის უნდა გაათავისუფლოს. ამის შესახებ ტრამპმა Twitter- ის გვერდზე დაწერა.

“სრული სირცხვილია, რომ თურქეთი პატივცემულ ამერიკელ პასტორ ენდრიუ ბრანსონს ციხიდან არ ათავისუფლებს. ის დიდი ხნის განმავლობაში მძევლად ჰყავდათ. ერდოღანმა რაღაც უნდა გააკეთოს და გაათავისუფლოს ეს შესანიშნავი ქრისტიანი, ქმარი და მამა “, – დაწერა ტრამპმა.

ენდრიუ ბრანსონი თურქეთის ციხეში 2016 წლის ოქტომბრიდან იმყოფება. მას ბრალად ჰეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაცია “ფეტოსთან” კავშირი ედება,რომელიც თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ტერორისტული ორგანიზაციადაა აღიარებული.

2017 წელს, ერდოღანმა ვაშინგტონს შესთავაზა, ბრანსონი გიულენში გაეცვალათ, რომელიც 1999 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს და სამშობლოში არ ბრუნდება, რადგან შიშობს, რომ რეპრესიები დაიწყება.
ანკარამ არაერთხელ სთხოვა ვაშინგტონს მისი ექსტრადიცია, მაგრამ უარი მიიღო. თუმცა აპრილში აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნიკოლ ნავასმა გულიენის ექსტრადიცია არ გამორიცხა. საქმე თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრე კარლოვის მკვლელობის საქმეს ეხებოდა, რომელშიც გიულენს ადანაშაულებენ.

 

Comments
Loading...