ტრამპმა, ვაშინგტონში პუტინის მიწვევის შესახებ ოფიციალური ბრძანებულება გასცა

ჰელსინკის სამიტის დასრულებიდან სამი დღის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თავის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვაშინგტონში მიწვევა დაავალა. ამის შესახებ თავის ტვიტერზე, თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი სარა სანდერსი წერს.

მისი თქმით, აშშ-ის დედაქალაქში ვიზიტით ჩასვლას, პუტინს შემოდგომაზე შესთავაზებენ.

“ამ საკითხის განხილვა უკვე დაწყებულია”, – წერს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. აღნიშნული ვიზიტის სხვა დეტალების შესახებ სარა სანდერს კომენტარი არ გაუკეთებია.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ჰელსინკში გამართულ შეხვედრაზე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ორი ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოს თანამშრომლებს შორის, სამუშაო დიალოგის არსებობის შესახებაც შეთანხმდნენ.

 

Comments
Loading...