ტრიქოლოგი სპენსერ სტივენსონი პრინცი ჰარის თმისცვენის მიზეზზე საუბრობს

პრინცი ჰარი,თმისგაცვენის საშიშროების გამო,მეგან მარკლის "ზეწოლის ქვეშ" იმყოფება.ინფორმაციას ავრცელებს Express.

ტრიქოლოგი (ტრიქოლოგია-დერმატოლოგიის ქვემიმართულება,რომელიც შეისწავლის თმასა და მის პრობლემებს) სპენსერ სტივენსონი აცხადებს,რომ პრინცის სიმელოტისაკენ მიდრეკილება გენეტიკურია და ,რომ ამას არანაირი კავშირი აქვს სტრესთან.

სტივენსონი აღნიშნავს იმასაც,რომ პრინცის მეუღლე მეგანი მეტად გლამურული და მიმზიდველი ქალბატონია,რომელიც დიდ ყურადღებას აქცევს მეუღლის გარეგნობასაც და ერთგვარად “ზეწოლის ქვეშაც” ამყოფებს მას,გახშირებული თმისცვენისა და სიმელოტისაკენ მიდრეკილების გამო და არ აძლევს მოდუნების საშუალებასა და ამ პრობლემის უგულებელყოფის ნებას.

2019 წელს პრინცმა ჩაიტარა თმის გამახშირებელი პროცედურა,თუმცა მომავალში ისევ აპირებს გამეორებას, სასურველი შედეგის მისაღწევად.

Comments
Loading...