ტურისტებმა მათი ზღვაშიდაკარგული ფოტოაპარატის სურათები წელიწადნახევრის შემდეგ ინტერნეტში ნახეს

ბრიტანელმა ტურისტებმა საქორწინო მოგზაურობისას ფოტოაპარატი დაკარგეს, დომენიკის რესპუბლიკაში და წელიწადნახევრის შემდეგ ინტერნეტში ნახეს მისი სურათი. ინფორმაციას ავცრელებს Daily Mail

34 წლის ქეისი ვუდსა და მის ქმარს საიმონს წყალგაუმტარი ფოტოაპარატი Hero 4 Go Pro  ჩაუვარდათ ზღვაში,2018 წელს,და დიდი ტალღებისდა გამო ვერ მოახერხეს მისი პოვნა. 18 თვის შემდეგ,ერთმა ბრიტანელმა,36 წლის რაიან სვონმა,იპოვა აპარატი . მამაკაცი წყალში ყვინთვით იყო დაკავებული.

მოგზაურმა საფუძვლიანად გაწმინდა მოწყობილობა , ხოლო შემდეგ მასში არსებული ფოტოები ფეისბუქის „Lost Box“ ჯგუფში განათავსა. ეს ჯგუფი ადამიანებს დაკარგული ნივთების პოვნაში ეხმარება.  აპარატის მფლობელებთან  დაკავშირება ფოტოების გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე მოხერხდა.

„მე ვერ ვიჯერებდი ამას. მეგობარმა გამომიგზავნა ბმული,სადაც განთავსებული იყო ჩვენი გადაღებული ფოტოები და მე ვფიქრობდი,რომ შეუძლებელი იყო ამ ყოველივეს რეალურობა. გასაოცარია !“-აბობს ვუდსი.

Comments
Loading...