ტყიბულელი მეშახტე: დაშავებულები მე გამოვიყვანე, ოთხი ადგილზე გარდაიცვალა

“რა მოხდა უბანზე არ ვიცი, მე სხვა უბანზე ვმუშაობ, დაშავებულები მე გამოვიყვანე, 10 კაცი მუშაობდა შემთხვევის ადგილზე, 4 ადგილზევე დაიღუპა” – აცხადებს ერ-ერთი მეშახტე გოჩა ყვავაძე.

“4 ადამიანი დაიღუპა, 6 დაშავებულია. რა მოხდა შახტაში მიზეზი ჯერ-ჯერობით დაუდგენელია. სავარაუდოდ წინა შემთხვევის მსგავსია”, – აცხადებს “ჯი აი-ჯის” დირექტორი ჯამბულ ჯაყელი.

გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილი ერთ-ერთი მეშახტის მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, 2018 წლის 5 აპრილს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა, 6 ადამიანი გარდაიცვალა, 3 დაშავდა, რის გამოც 2018 წლის 6 აპრილი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

Comments
Loading...