ტყიბულში ავტოავარიას 30-წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა

ტყიბულში, გაბრიაძის ქუჩაზე, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავარადა და მასში მყოფი 30 წლამდე ასაკის მამამკაცი ადგილზე დაიღუპა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტყიბულის ჰოსპიტალში განუცხადეს, ავტოავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, საშუალო სიმძიმის დაზიანებებით, ტყიბულის ჰოსპიტალში გადაიყვანა, სადაც ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. დაღუპულის ცხედარი კი ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
წყარო: interpressnews.ge
Comments
Loading...