ტყიბულში, სოფელ დაბაძველში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა – დაზარალებული ოჯახი დახმარებას ითხოვს

ტყიბულში, სოფელ დაბაძველში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

დაზარალებული ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სახანძრომ საათნახევარი დააგვიანა, მანქანები კი გაუმართავი იყო, რის გამოც დამატებით ჯგუფების გამოძახება ქუთაისიდან გახდა საჭირო.

დაბაძველის მცხოვრებლების თქმით, სახანძრო რომ ადგილზე დროულად მისულიყო,  სახლის გადარჩენა მოხერხდებოდა.

ოჯახი ზარალის ანაზღაურებას ითხოვს და სახელმწიფოს დახმარებისკენ მოუწოდებს

ხანძრის გამომწვვევი მიზეზი ჯერჯერობი უცნობია.

 

Comments
Loading...