უახლოეს ერთ კვირაში, იტალიაში მეცნიერები კორონავირუსის ვაქცინის ცხოველებზე გამოცდას დაიწყებენ

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვაქცინა კომპანია Takis-მა შეიმუშავა. ვაქცინა მან ვირუსის გენეტიკური მატერიალის ფრაგმენტისგან შექმნა.

აღნიშნული ვაქცინის ტესტირების სანქცირება იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ მოახდინა. იმ შემთხვევაში, თუკი ტესტირების შედეგები დადებითი იქნება, მისი ადამიანებზე ტესტირება მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება.

ევროპის მასშტაბით, იტალიაში ახალი კორონავირუსის ყველაზე მასშტაბური გავცელება მოხდა. ბოლოს გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში დაინფიცირებულთა რაოდენობა 26 ათასს აღემატება, ხოლო გარდაცვლილია 2,5 ათასზე მეტი.

ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს. 17 მარტს, ვაქცინის ტესტირების დაწყების შესახებ განაცხადა Kaiser Permanente Washington Research Institute-მა, რომელიც აშშ-ში, სიეტლში მდებარეობს. მას 45 მოხალისეზე დატესტავენ, თუმცა ვაქცინის გამოყენება არაუგვიანეს 1 წლის, ან 18 თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

Comments
Loading...