უბედური შემთხვევა ბათუმში – მეოთხე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

ბათუმში, თამარის დასახლებაში, კორპუსის მეოთხე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა. ამის შეხახებ ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

ადგილზე მისულ, ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მედიკოსებს, კაცი გარდაცვლილი დახვდათ.

თვითმხილველების განცხადებით, შუახნის მამაკაცი ფანჯრის გაღების დროს გადმოვარდა.  სხვა დეტალები ამ დროისთვის  უცნობია.

შემთხვევის  ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველები მუშაობენ.

Comments
Loading...