უბედური შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში – 14 წლის მოზარდს დენმა დაარტყა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში 14 წლის მოზარდი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი უმცროს ძმასთან და იმავე სოფლის მკვიდრ თანატოლთან ერთად, მდინარეზე იმყოფებოდა, რა დროსაც მაღალი ძაბვის გადამცემ ბოძზე ავიდა და დენმა დაარტყა.

ბავშვი ადგილზე დაიღუპა. ინციდენტი გუშინ მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116 მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

Comments
Loading...