უბედური შემთხვევა ზუგდიდში – თხილის პლანტაციაში მუშა დაიღუპა
უბედური შემთხვევა მოხდა ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში მდებარე “აგრიჯორჯიას” თხილის პლანტაციაში. არსებული ინფრომაციით, ერთ-ერთ მუშას ტრაქტორი დაეჯახა და გარდაიცვალა.
კომპანიაში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.
შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
გარდაცვლილის ცხედარი ამ დროისთვის ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.