უბედური შემთხვევა თელავში – შუახნის მამაკაცი ჭაჭის ავზში ჩავარდა და გაიგუდა
უბედური შემთხვევა მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშეში. არსებული ინფორმაციით, 72 წლის მამაკაცი ჭაჭის მორევას ცდილობდა, რა დროსაც 4 მეტრიან ავზში ჩავარდა და გაიგუდა.
მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადის და სამაშველო სამსახურის მისვლამდე გარდაიცვალა.
ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ- კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.