უბედური შემთხვევა ლაგოდეხში – ახალგაზრდა მამაკაცი ნადირობისას დაიღუპა

მაშველებმა სოფელ მსხალგორის სიახლოვეს არსებულ მთებში, კლდეში ჩავარდნილი 23 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 26 ივლისს, 15:28 საათზე შევიდა.

ურთულესი რელიეფის გამო,  შეუძლებელი გახდა საფეხმავლო ბილიკების გამოყენებით ცხედრის გადმოსვენება, რის გამოც სამაშველო სამუშაოებში, 27 ივლისს, გამთენიისას ჩაერთო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი

​ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი  ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული.

 

Comments
Loading...