უბედური შემთხვევა ლანჩხუთში – დაღუპულია 53 წლის მამაკაცი

ინფორმაციას ,,გურია თუდეი” ავრცელებს.

 ჩინურ კომპანია ,,სინოჰიდროში” მომუშავე სოფელ ჩიბათის მკვიდრი, 53 წლის გ.ზ. უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ტრაგედია სოფელ ნიგოითში ავტობანის მიმდინარე მშენებლობასთან მოხდა.
ჩვენი წყაროს თქმით, ხელფასის აღება აღუნიშნავთ კომპანიაში დასაქმებულებს. ტრაქტორის მიერ იქვე ხელოვნური ორმო ყოფილა გაკეთებული, სადაც ბანაობის მიზნით მამაკაცი გადახტა. სამწუხაროდ, 53 წლის გ.ზ. ადგილზე დაიღუპა.
ჩიბათის თემის მაჟორიტარის, გიორგი ჩახვაძის თქმით, სოფელმა წესიერი კაცი დაკარგა. 
“როგორც მე ვიცი, ბიჭები ხელფასის აღებას აღნიშნავდნენ. წყალში გადახტა და გული გაუსკდა. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პიველი უბედური შემთხვევა ამ ოჯახში. წლების წინ გარდაცვლილის ძმაც უბედურ შემთხვებას ემსხვერპლა. 21 წლის ბიჭი ავარიით დაიღუპა” – გვითხრა გიორგი ჩახვაძემ.

წყარო: “გურია თუდეი”

Comments
Loading...