უბედური შემთხვევა მარნეულში – 30 წლის მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

მარნეულში 30წლის მამაკაცს მატარებელი დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ინციდენტი ორშაბათს საღმოს მოხდა.

არსებული ინფორმაციით,  ახალგაზრდა მამაკაცს თბილისიდან ერევნის მიმართულებით მოძრავი მატარებელი დაეჯახა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინიტროში  აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

 

Comments
Loading...