უბედური შემთხვევა – მეექვსე კლასის მოსწავლეს იარაღი გაუვარდა და თანატოლი სასიკვდილოდ დაჭრა

უბედური შემთვევა მოხდა აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ ხუაპში. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება,  ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით   მეექვსე კლასის მოსწავლემ მეზობელი ტანატოლი სასიკვდილოდ დაჭრა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი მეზობელთან სახლში სათამაშოდ შევიდა, რა დროსაც მასპინძელმა თანატოლმა მამის კუთვნილი შაშხანა აიღო და შემთხვევით გაუვარდა.  სამწუხაროდ, ბავშვი ადგილზევე დაიღუპა.

სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.

Comments
Loading...