უბედური შემთხვევა რუსთავში – 28 წლის გოგო, რომელიც36 კვირის ორსული იყო, გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა მოხდა რუსთავში. 28 წლის გოგო, რომელიც  36 კვირის ორსული იყო, გარდაიცვალა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ინსულტით გარდაიცვალა.

“სასწრაფოს ეკიპაჟმა მოიყვანა 28 წლის გოგო, რომელიც იყო 36 კვირის ორსული. სხეულზე აღენიშნებოდა იასამნისფერი ლაქები, ფიქსირებული ფოტორეაქცია არ იყო, მოვიდა მიმდინარე გულფილტვის რეანიმაციით, ჩვენ გავაგრძელეთ დაწყებული რეანიმაციული ღონისძიებები რომელიც ჩატარდა პროტოკოლის სრული დაცვით, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც მოსალოდნელი იყო დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. ნაყოფის გადარჩენაც ვერ მოხერხდა. ჩემი ინფორმაციით მეორე დღეს დაგეგმილი იყო საკეისრო კვეთა”, –  აცხადებს  გადაუდებელი განყოფილების მორიგე ექიმი  ლევან სუტური.

გარდაცვლილს 4 წლის შვილი და მეუღლე დარჩა.

Comments
Loading...