უბედური შემთხვევა რუსთავში – სამშენებლო ობიექტიდან 2 მუშა ჩამოვარდა

დაშავებულები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც სააგენტოს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს 170-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

Comments
Loading...