უბედური შემთხვევა სოფელ კიროვკაში – 7 წლის ბიჭი არხში დაიხრჩო

მარნეულის მუნიციპალიტეტის   სოფელ კიროვკაში 7 წლის ბიჭი არხში დაიხრჩო.

არსებული ინფორმაციით,  ბიჭს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.   სხვა დეტალები ჯერჯერობით  უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

Comments
Loading...