უგულავა “ქართულ ოცნებაზე”:ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვამშობიაროთ და მივაღებინოთ კანონი

“თუ ხელისუფლება კიდევ იჯიუტებს, გამოვა, რომ გადააგდებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც,” – ეს განცხადება “ევროპული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ხელისუფლებასთან დიალოგის მეორე ეტაპის შესახებ გააკეთა.

“ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ან აი ამ წვალებაში და, ვიხმარ სოკრატეს სიტყვას, ამ მშობიაორობაში ვამშობიაროთ “ქართული ოცნება” და მიიღოს ის კანონი, რომელიც გამოსავალია და რომელსაც ჩვენ ეუთო/ოდირს გავუგზავნით. ამას თუ არ მიიღებს, პროტესტი არ გაჩერდება, პროტესტი გაგრძელდება.

ჩვენ მაგიდას არასდროს არ ავაყირავებთ, იმიტომ, რომ ივანიშვილმა გადააგდო ჩვენი მოქალაქეები და თუ ამ სპირალში შესული, კიდევ იჯიუტებს, გამოვა, რომ გადააგდებს უკვე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც,”- განაცხადა გიგი უგულავამ.

Comments
Loading...