უგულავა: “2007 წლის 7 ნოემბერს ჩვენ შეცდომა დავუშვით, ბოდიში”

ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

“ყველაფერს მოეძებნება ახსნა, ყველაფერს აქვს თავის წინაპირობები, მაგრამ2007 წლის 7 ნოემბერს ჩვენ შეცდომა დავუშვით.  #ბოდიში

ამ თემაზე მიმდინარე სასამართლო პროცესი არის ფარსი, პროპაგანდა დაჩვეულებრივი შურისძიების ნაწილი.
#სამწუხაროა

2018 წლის 7 ნოემბერს ამით ვინც არჩევნების მოგებას აპირებს, მწარედ ცდება და არის პოლიტიკურად ბეცი.
#წერტილი  – წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე გიგი უგულავა.

ცნობისთვის, 2007 წლის ნოემბერში საქართველოს პოლიტიკური კრიზისი იყო, რაც მოქალაქეებმა გააპროტესტეს. სახალხო საპროტესტო აქცია 3 ნოემბერს დაიწყო. “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ მშვიდობიანი აქცია, 7 ნოემბერს პოლიციის ძალით დაშალა, სადაც ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური თოფები და წყლის ჭავლი გამოიყენა და ქვეყენაში საგანგებო მდგომარეობა გამაცხადა. საქართველოს საგანგებო მდომარეობა გამოაცხადსა. იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაშა ვადამდელი არჩევნები და რეფერენდუმი გამოაცხადა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა.

Comments
Loading...