უდუმაშვილი: ზურაბიშვილის ინაუგურაცია გრიგოლ ვაშაძის გარეშე ჩაივლის

ასე პასუხობს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ახალარჩეული საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბშვილის განაცხადებას.

„ჩვენ არ ვაღიარებთ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად. ის არის არალეგიტიმური პრეზიდენტი ქვეყნის, შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ეს ინაუგურაცია გრიგოლ ვაშაძის გარეშე ჩაივლის”, – ამის შესახე ზაალ უდუმაშვილმა “კურიერთან” განაცხადა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, თუკი გრიგოლ ვაშაძე მას ინაუგურაციამდე აღიარებს, მაშინ მოიწვევს.

შეგახსენებთ, ახალარჩეული საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ქალაქ თელავში 2018 წლის 16 დეკემბერს გაიმართება.

 

Comments
Loading...