უკვე ცნობილია რა ბედი ეწევა ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობას

ქუთაისში მდებარე  პარლამენტის შენობის ბედი  ცნობილია. როგორც  ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, აღნიშნული შენობა შსს-ს გადაცემა.

“დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა მსჯელობა, რეგლამენტი განხილული იყო 15 კომიტეტზე და 15–ვე კომიტეტზე ეს საკითხი დადგა, თითქმის, არ დარჩენილა პარლამენტის წევრი რომელსაც ამასთან დაკავშრებით პოზიცია არ ქონოდა. ძირითადი არგუმენტები და პოზიცია ამ გადაწყვეტილების მიღების არის რამდნეიმე. ერთი არის, რომ თითქმის შეუძლებელია პარლამენტის მუშაობა ორ შენობაში, ორ ქალაქში. პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას ეს ძალიან აზიანებს, მეორე, რომ არის დიდ ხარჯებთან დაკავშირებული, მესამე, როდესაც გვინდა პარლამენტის გაძლიერება და საზედამხედველო ფუნქციები, მთავრობა სხვა ქალაქში და პარლამენტი სხვა ქალაქში, ძალიან ართულებს ამ საქმე. ყველა არ არგუმენტის გათვალსიწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება ადგილმდებარეობად პარლამეტის განისაზღვროს თბილისი, რაც შეეხება ამ შენობას, ამას ექნება თავისი მნიშვენელოვანი დატვირთა, ამაზე განცხადებას მოგვიანებით შსს გააკეთებს, რომელიც აპირებს ერთგვარი საპოლიციო ჰაბისთვის გამოიყენეოს. უფუნქციოდ შენობა არ დარჩება. 2019 წლის ინავრიდან პარლამენტი თბილისში გააგრძლეებს მუშაობას“–განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს რატომ არ იყო ამაზე საუბარი, პასუხობს:

„საკონსტიტუციო განხილვების დროს ყველაფერზე იყო საუბარი, მათ შორის ხარჯებზე, მაგრამ მთავრი არის ის, რომ თუ ჩვენ გვინდა პარლამენტის გაძლიერება, არ შეიძლება მთავრობა სხვა ქალაქშ იყოს და პარლამენტი სხვა ქალაქში, მთავრობა აქ რომ იყოს მაშინ სხვა ვითარება გვექნებოდა. არ არის საუბარი იმაზე, რომ მაინცდამაინც თბილისი უნდა იყოს, ან ქუთაისი, მთავარია, ერთად იყოს. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს სხვანაირად იყო დაგეგმილი. დღის წესრიგში არ იდგა, როდესაც რეგლამენტის პროექტი შემოვიდა პარლამეტში, წევრების მხრიდან ხელახლა წამოიწია ეს საკითხი, პარლამენტის თავმჯდომარე მაშინ, რასაც ამბობდა ფიქრობდა იმას, მაგრამ ჩვენ აღმოვჩნდით განსხვავებული რეალობის წინაშე“.

 

Comments
Loading...