უკრაინელმა რეჟისორმა, ოლეგ სენცოვმა პატიმრების ცხოვრების შესახებ სცენარის წერა დაიწყო

უკრაინელმა რეჟისორმა ოლეგ სენოვმა, რომელსაც ტერორიზმისთვის რუსეთის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა, შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, პატიმრების ცხოვრების შესახებ ფილმისთვის სცენარის წერა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ინტერფაქსი” ავრცელებს.

როგორც ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვალერი მაქსიმენკომ განაცხადა, შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ სენცოვმა მარცვლეული და რძის პროდუქტები მიიღო. ასეთ კვებაზე ის კიდევ 20 დღე იქნება.

“მან უკვე დაიწყო მომავალი ფილმისთვის სცენარის წერა. ეს იქნება სიუჟეტი ციხეში ცხოვრებისა და პატიმრების შესახებ“,-განაცხადა მან.

ოლეგ სენცოვმა შიმშილობა 5 ოქტომბერს შეწყვიტა. მსჯავრდებულმა რეჟისორმა შიმშილობა 14 სექტემბერს რუსეთში მყოფი ყველა უკრაინელი პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყო. სენცოვის განმარტებით, მან 145-დღიანი შიმშილობა საფრთხის გამო შეწყვიტა. ოლეგ სენცოვი ყირიმში 2014 წლის ტერორისტულ აქტების დაგეგმვასთან დაკავშირებით დააკავეს. იგი დამნაშავედ 2015 წელს სცნეს და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

Comments
Loading...