უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო პილოტი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპა
უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო პილოტი, იგორ ბეძაი 7 მაისს, ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპა – იუწყება უკრაინული მედია.
“ის გარდაიცვალა ცაში, რომელიც უყვარდა და იცავდა”, – წერს Return Alive Foundation-ის დირექტორი, ტარას ჩმუტი.
ბეძაი წარმოშობით მიკოლაევიდანაა და სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. მას სამხედრო სამსახურისადმი ერთგულების მაგალითი უწოდეს. როგორც ამბობდნენ, 2014 წელს, ყირიმის ოკუპაციისას სწორედ მისი დამსახურებით შეინარჩუნა უკრაინამ საზღვაო ავიაცია.