უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირი: ივლისში ჟურნალისტებზე თავდასხმის 8 ფაქტი მოხდა

უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის (NUJU) მონაცემებით, ივლისში ჟურნალისტებზე თავდასხმის 8 ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის ვებგვერდზე გავრცელდა.

როგორც ორგანიზაციის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წლის დასაწყისიდან ქვეყანაში ჟურნალისტებზე თავდასხმის 53 შემთხვევა გამოვლინდა.
მათი ცნობით, თავდასხმა მოხდა კიევში, დნეპროპეტროვსკში, ოდესისა და ჰენსონის ოლქში.

“ფაქტობრივად, ყოველ მეოთხე დღეს ჟურნალისტებს თავს ესხმიან“, – განაცხადა CNJU- ის თავმჯდომარემ სერგეი ტომლენკომ.
ორგანიზაციის მონაცემებით, ჟურნალისტების წინააღმდეგ თავდასხმა შესაბამისი რეაგირების გარეშე რჩება.

 

Comments
Loading...