უმიმესი ტრაგედია დატრიალდა “ქართული ოცნების” დეპუტატის ოჯახში

 ბოლნისის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს’’ თავმჯდომარის, დავით ჯაფარიძის შვილი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ბოლნისის მერი ავრცელებს.

„ნიჭიერი, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ნინო ჯაფარიძე დაკარგა ბოლნისმა. მსურს ღრმა მწუხარება გამოვხატო ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს’’ თავმჯდომარის დავით ჯაფარიძის შვილის გარდაცვალების გამო. მთელი გულით თანავუგრძნობ დავითსა და მის ოჯახს. ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება დიდი ტრაგედიაა და ამ მძიმე პერიოდში ნინის მშობლებსა და დედმამიშვილებს გამძლეობას ვუსურვებ“, –  აღნიშნულია ბოლნისის მერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...