უმისამართო სროლა ვაზისუბანში – თავდამსხმელმა ცეცხლი პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გახსნა

 

დაპირისპირება მაღაზიაში მაშინ დაიწყო, როდესაც იქ შესულმა მამაკაცმა სიგარეტისა და სასმლის უფასოდ წაღება მოინდომა. გამყიდველთან  კონფლიქტი მაღაზიის გარეთაც გაგრძელდა, რაც, სავარაუდოდ, ფიზიკურ ანგარიშსწორებაშიც გადაიზარდა. გაბრაზებულმა კლიენტმა  ტერიტორია დატოვა, თუმცა მალე მაღაზიასთან უკვე შეიარაღებული დაბრუნდა და ცეცხლი გახსნა.

 

ოფიციალური მონაცემებით, დაჭრილები არ არიან, თუმცა შემთხვევის ადგილს  სისხლის კვალი ამ დრომდე ეტყობა.

იყო რეალური საფრთხე, რომ ბრმა ტყვია ან გამვლელებს,  ან ახლომდებარე კორპუსებს მოხვედროდა. თავდამსხმელი არც იმ ფაქტს მოერიდა, რომ გვერდით პოლიციის გამყოფილება მდებარეობს.

შეიარაღებული მამაკაცი მალე დააკავეს და ახლა ის ბრალის წარდგენას იზოლატორში ელოდება.

“ნიუ პოსტი”

Comments
Loading...