უმძიმესი ავარია – სამი ცნობილი მსახიობი ადგილზე დაიღუპა, რამდენიმე მძიმედ დაშავდა

 

თურქეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ცნობილი მსახიობის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თურქული მედიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ მსახიობები: ტოლგა გიულერიუზი, ბურაკ ტოპჩუ და ოზგურ კარატაში.

ოზგურ აიაზი, ბურაკ გიულჩები, მელის ისითენი, სერგენ დევეჩი, უღურ შალვარჯიოღლუ, ჯეიჰუნ ფერსოი და ფილიზ ოზბეკი სასწრაფო დახმარების მანქანებით მერზიფონისა და სულუოვას საავადმყოფოებში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობის კურსს გადიან.

ერთ-ერთი დაშავებული გახმაურებული სერიალის „ელჩის ქალიშვილის“ მთავარი გმირის ყოფილი მეუღლეა. დაშავებულის შესახებ მსახიობმა პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ექიმები მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ.

შემთხვევა 21 ნოემბერს  მოხდა. მიკროავტობუსი, რომელიც ჩორუმიდან სამსუნში მიდიოდა, სატვირთო მანქანას შეეჯახა. შემთხვევა სოფელ ჩაიბაშის მიმდებარედ მოხდა.

Comments
Loading...