უმძიმესი ავარია ქუთაისში – გარდაცვლილია 18 წლის ბიჭი

18 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას.

არსებული ინფორმაციით,  რუსთაველის გამზირზე, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა, რა დროსაც მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა.

ის  მალევე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა  ახალგაზრდა კაცის გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.

Comments
Loading...