უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში – გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთში.  როგორც “გურია ნიუსისთვის” ხდება ცნობილი, მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავიდა და საპირისპიროდ მოძრავ ტრაილერს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, ოზურგეთელი კახა ლომთათიძე, ლანჩხუთელი გია ცინცაძე კი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

შემთხვევა 29 აპრილს, გამთენიისას მოხდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” შსს-ს კომენტარს უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.

წყარო : “გურია ნიუსი”  https://gurianews.com/avtosagzao-shemthkhveva-qobulethshi-_-daghupulia-ozurgetheli-da-lanchkhutheli-akhalgazrdebi/

Comments
Loading...