“უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში” – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი პირადი ექიმი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშილი კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

როგორც ყიფშიძემ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში Post factum თქვა, ის საპატიმროში მიხეილ სააკაშვილს დღეს შეხვდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მისივე თქმით, ხვალ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანონ.

“დღეს არც მინდოდა საპატიმროს დატოვება, მაგრამ მერე შევხვდი ექთანს და ნახევარი საათი ვლაპარაკობდით იმაზე, როგორ გადავაგოროთ ეს ღამე, ხვალ ხვალ იქნება, მერე ვნახოთ როგორ იქნება.[ხვალ] ვაპირებ მისვლას და ალბათ, უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში, ხვალ თუ არა უკვე ზეგ უნდა გადავიყვანოთ… ის შიმშილობდა 10 დღე, ოფიციალურად ასე ვლაპარაკობთ, მაგრამ ეს არ არის 10 დღე, მე მგონი 14-15 დღეა უკვე. მე არ ვიცი, როგორ ჩამოვიდა საქართველოში, არ ვიცი როგორ ჩამოვიდა, მაგრამ ეს კი მითხრა, რომ არაფერი უჭამია გზაში და ბათუმში რომ იყო და დადიოდა იქ საკვები არ ჰქონია”,-თქვა მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა.

mtavari arxi

Comments
Loading...