უსადენო კლავიატურა გასაყიდად მალე გამოვა – ნახეთ რა ფუნქციები აქვს (ვიდეო)

TAP-ის უსადენო რეზინის კლავიატურა, რომელიც მომხმარებელს ბეჭდვას უადვილებს მალე გაყიდვაში გამოვა.

მისი საშუალებით ნებისმიერ ზედაპირზე შეიძლება ტექსტის აკრეფა.

მოწყობილობა სმარტფონთან დასაკავშირებლად სენსორებსა და ბლუთუზს იყენებს. თითოეული თითი შეესაბამება ხმოვან ბგერებს, ხოლო თითების კომბინაცია თანხმოვნებსა და სხვა ნიშნებს.

სპეციალური პატარა რეზინა საშუალებას გაძლევთ ბეჭდოთ მხოლოდ ცალი ხელით.

მოწყობილობა ჯერჯერობით გაყიდვაში არ არის, თუმცა მას უკვე საკმაოდ ბევრი ადამიანი ელის.

http://agora.ge

Comments
Loading...