“უსაფრთხოება და არა შიში!” – საქართველოს პრეზიდენტის კამპანია კორონავირუსთან დაკავშირებით
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კორონავირუსთან დაკავშორებული კამპანია #SafetynotFear! (უსაფრთხოება და არა შიში) დაიწყო.
სოციალურ ქსელ “ინსტაგრამში”, საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებულია ფოტოები, სადაც სალომე ზურაბიშვილს ავტობუსით მგზავრობის დროს სამედიცინო ნიღაბი უკეთია.
„მოდით, გავავრცელოთ #SafetynotFear! ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ უსაფრთხოება ნიშნავს სიმშვიდის შენარჩუნებას და პასუხისმგებლიანობას“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის გვერდზე „ინსტაგრამში“.