უსაფრთხოების მინისტრს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ – ინციდენტი ინდონეზიაში

ინდონეზიის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების საკითხებში მინისტრს _ვირანტოს ბანტენის პროვინციაში სამუშაო ვიზიტის დროს, უცნობი პირები ცივი იარაღით თავს დაესხნენ, იუწყებაThe Jakarta Post-ი.

გამოცემის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, მინისტრი დაშავდა და ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე, თავდასხმის დროს დაშავდა ადგილობრივი პოლიციის უფროსი.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც ვირანტო ადგილობრივი უნივერსიტეტის გახსნას დაესწრო. უცნობმა პირებმა მინისტრზე თავდასხმა იმ დროს სცადეს, როდესაც ის ავტომობილში ჯდებოდა.

როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, რომ თავდასხმა, სავარაუდოდ, “ისლამური სახელმწიფოს” ჯგუფის წევრმა განახორციელეს. 

მომხდარ ფაქტზე მამაკაცი და ქალი უკვე დააკავეს.

Comments
Loading...