“უყურაღებობით და გულგრილობით მომიკლეს” – ფოთში ქალი ძმის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს

ფოთში, სვეტლანა ზარნაძე, ძმის, 71 წლის ანატოლი ზარნაძის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს. როგორც ის ამბობს, პაციენტს ფოთის ჰოსპიტალში, ყველა შესაბამისი გამოკვლევა ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა ზუსტი დიაგნოზის დასმა ვერ შესძლეს, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია.

„27 ნოემბერს ძმა გამიხდა ავად, დაახველა და რაღაცა გამისკდაო შიგნით თქვა. სასწრაფო გამოვიძახეთ და წაიყვანეს ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში, ექიმმა ბაჩუკი მიხაილოვმა მიგვიღო. გადაიღეს ფილტვები, მოუსმინეს, ასევე მუცლის ღრუც გადაიღეს, გაკეთდა კომპიუტერული გამოკვლევა და გააგზავნეს თბილისში, იქიდან პასუხი მოვიდა, რომ არაფერია გამსკდარი და ყველაფერი წესრიგშიაო. 520 ლარი გადაგვახევინეს და გვითხრეს პაციენტი უბნის ექიმს ანახეთო. უბნის ექიმმა რომ გასინჯა, ანთების საწინააღმეგო ნემსები დაუნიშნა. მესამე დღეს უარესად გახდა, ვერ სუნთქავდა. ისევ ფოთის საავამყოფოში როგორ მივიყვანდით და ბათუმში, კლინიკა „ბაუში“ გადავიყვანეთ. რედგენის გადაღებისთანავე, არცერთი გამოკვლევა არ მიჩვენები ისე, გვითხრეს, გამსკდარია ფილტვი და შიგნით ჰაერია ჩაგუბებულიო. 200 ლარს თუ გადაიხდით, შესაბამისი პროცედურა ჩაუტარდებაო.

რა თქმა უნა დავთანმდით. რომ დასრულდა ყველაფერი, სახე და კისერი გასიებული ჰქონა. ბევრი ჰაერი ქონდაო ქალბატონო და ამის ბრალიაო გვითხრეს. გადაიყვანეს ჩვეულებრივ პალატაში, ცუდად სუნთქავდა არ იყო კარგად. შედგა ექიმების კონსილიუმი და მითხრეს: ქალბატონო, თქვენს ძმას სჭირებს რეამინაციაში გადაყვანა, ჩენ კი არ გვაქვს თავისუფალი აგილი რეანიმაციაში და სხვა კლინიკაში უნდა მოხდეს რეანომობილით გადაყვანაო. რეანომბილში ასი ლარი გადაგვახდევინეს და „მეადალფაში“ მიიყვანეს, სადაც რვა დღე და ღამე ხელოვნურ სუნთქვაზე იყო შეერთებული. მეცხრე დღეს დილით უკვე გარაცვლილი დაგხვდა. როგორც აგვიხსნეს, ორგანიზმმა ვერ გაუძლოო . 6 ათას 200 ლარი მოგვთხოვეს. აქედან, 3ათას 500 ლარი გადავიხადეთ, დანარჩენ თანხაზე კი შეთახმება დაგვაწერიეს, რომ უნა გადავიხადოთ . მინდა მოსახლეობამ გაიგოს როგორი ექიმები გვყავს. ჩემი ძმა 71 წლის კი არა 50 წლის თუ იყო არ ეგონათ,ისეთი კარგი გარეგნობის იყო. უყურაღებობით და გულგრილობით მომიკლეს. ბათუმში თუ უცებ ნახეს, რომ ფილტვი იყო გამსკდარი, ფოთში ეს როგორ ვერ შეამჩნიეს, მითუმეტეს არაერთი გამოკვლევა ჩაუტარდა, რაშიც საკმაოდ სოლიდური თანხაც გადაგვახდევინეს?!“_ განაცხადა გარდაცვლილის დამ სვეტლანა ზარნაძემ.

ფოთის ჰოსპიტალში აცხაებენ, რომ პაციენტი, გამოკვლევების საფუძველზე სტაციონალურ მკურნალობას არ საჭიროებდა.

„პაციენტს ჩაუტარდა ყველა პროტოკოლით გათვალისწინებული, კლინიკური, ინსტრუმენტალური და ლაბორატორიული კვლევები. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მას ჩაუტარდა რადიოლოგიური გამოკვლევების სრული სპექტრი. გამოკვლევების საფუძველზე, პაციენტი სტაციონალურ მკურნალობას არ საჭიროებდა, ჩვენ გაგვაჩნია ყველა სამედიცინო დოკუმენტი ამის დამადასტურებელი და ის რეკომენდაციებით გაეწერა ბინაზე, ამბულატორიული მკურნალობის გასაგრძელებლად“_ განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

Comments
Loading...