უძვირფასესი ალკოჰოლური სასმელები – ბოთლი ტეკილა 3 მილიონ დოლარად

ყველაზე ძვირი სასმელები დედამიწის ზურგზე:

10) Bombay Sapphire Revelation-ფასი 200 000$-2008 წელს ჯინის კომპანია Bombay -იმ ითანამშრომლა Garrard-ის საიუველირო სახლთან და შექმნა სასმელი.ბოთლი ბროლისაა და მორთულია ბრილიანტებით და საფირონებით.

 

9) Tribute to Honour от Royal Salute – ფასი 200 000 – 215 000$-არანაკლებ 45 წლიანი დაძველების შოტლანდიური ვისკი ბროლის გრაფინშია ჩასხმული და მორთულია 413 ბრილიანტით და ოქროთი.

 

8)Dalmore 62 – ფასი 200000 – 215 000$-ეს შოტლანდიური ვისკი 1942 წელს ჩამოისხა ოთხი სხვადასხვა სპირტისგან, დამზადებული 1868, 1876, 1926 და 1939 წლების.სულ დამზადდა 12 ბოთლი.

 

7)Armand de Brignac Midas – ფასი 215000$-ამ კომპანიის შამპანური ყოველთვის ძვირი იყო, თუმცა სერია Midas -ი კიდევ უფრო ძვირია. ხელით დამზადებული შუშხუნა ღვინო 30 ლიტრიანი ბოთლით.

 

6)ვისკი The Macallan 64 Years Old in Lalique –ფასი 460 000$-დამზადდა სულ 4 ეგზემპლიარი.თითოეული გრაფინი კრისტალებისგან დამზადდა 17 ოსტატისგან 50 საათის განმავლობაში.

 

5)The Macallan “M” Six Litre In Lalique -ფასი 628 000$-კომპანია Macallan და Lalique -მა ფრანგი იუველირის, რენე ლალიკის იუბილე 150 წლისთავი ორიგინალურად აღნიშნეს.ბოთლი აუქციონზე გაიყიდა, ხოლო თანხა საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდა.

 

4)Mendis Coconut Brandy-ფასი 1 მლნ$-კომპანია Mendis-ი პირველი იყო მსოფლიოში, რომელმაც ქოქოსი ლიქიორისგან დაამზადა.ქოქოსის რძე 2 წლის განმავლობაში სპეციალურ კასრებში ინახებოდა.

3)არაყი Diva -ფასი 1მლნ.$-ეს არის არაყი, რომელიც სამმაგ ფილტრაციას გადის: ჯერ ყინულის გავლით, შემდეგ არყის ხის ნახშირში და ბოლოს ალმასის ქვიშა.ამასთანვე ყოველი ბოთლი Swarovski-ის ალმასებითაა მორთული.

2)Henri IV Dudognon Heritage Cognac Grande Champagne-ფასი 2 მლნ.$ ასწლიანი დაძველების კონიაკი, რომელიც პლატინის ბოთლშია მოთავსებული და მოოჭვოვილია ოქროთი და მორთულია ათასზე მეტი ბრილიანტით.

1) Pasión Azteca, Platinum Liquor Bottle от Tequila Ley -ფასი 3 მლნ.$-ყველაზე ძვირი ტეკილა და შესაბამისად ალკოჰოლური სასმელიც მსოფლიოში.მექსიკელი მწარმოებლების Tequila Ley .925 -ის ბოთლის დიზაინი ფერნანდო ალტამარინომ შექმნა, რომელიც ოქროსა და პლატინისგან არის დამზადებული და მორთულია ბრილიანტებით.

Comments
Loading...