უხვი ნალექის შედეგად, ქუთაისში ცენტრალური ქუჩები დაიტბორა
უხვი ნალექის შედეგად, ქუთაისში ცენტრალური ქუჩები დაიტბორა. რამდენიმე უბანში სამანქანო გზის სავალ ნაწილზე ქვა-ღორღი ჩამოიშალა.
ქუთაისის მერიის ა(ა)იპ სპეციალური სერვისების მიერ სპეცტექნიკის დახმარებით, იწმინდება წითელი ხიდი და მიმდებარე ქუჩები.
სპეციალური სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ახორციელებდნენ, საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან.