უჯარმაში სარწყავ არხში 15 და 20 წლის ძმებს ეძებენ

უჯარმაში სარწყავ არხში ორ ძმას ეძებენ. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, წყალმა ერთი ძმა გაიტაცა, ხოლო მეორე მის გადასარჩენად გადახტა.

როგორც საგარეჯოს მერიის პრესსპიკერმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა, ამ დროისთვის სამძებრო სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს და სხვა ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ფლობენ.

ჩვენი ინფორმაციით, ძმები 15 და 20 წლისები არიან.

„პრაიმტაიმი“ დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს.

Primtime

Comments
Loading...