ფარცხალაძე-თორდიას დაპირისპირება – მთავარი აუდიტორი არასამთავრობოებს 15:00 საათზე შეხვდება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.

თორდია არასამთავრობოებს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაპირისპირების ფაქტის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. შეხვედრა აუდიტის სამსახურში 15:00 საათზე გაიმართება.

თორდიას ფიზიკურად 13 მაისს გაუსწორდნენ.

შემთხვევა თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა.

თორდიას მტკიცებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაესხა თავს.

Comments
Loading...