ფაქტები, რომლის დაჯერებაც გაგიჭირდებათ

თურმე, როდესაც კინოთეატრებში გამოჩნდა „ვარსკვლავური ომები“, საფრანგეთში ჯერ კიდევ გილიოტინაზე სჯიდნენ ადამიანებს, ოქსფორდის უნივერსიტეტი კი იმაზე ადრე ააშენეს, ვიდრე აცტეკების ცივილიზაცია გაჩნდებოდა.


ტყუილად კი არ ამბობდა ალბერტ აინშტაინი: „დროის არსებობის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ყველაფერი ერთდროულად არ მოხდეს“.
ადამიანებს ყოველთვის აინტერესებდათ დრო: მისი მიმდინარეობა, რატომ იზომება ისე როგორც იზომება, რა კავშირი აქვს მას სივრცესთან და ა.შ.
მართალია, მეცნიერები ბევრს ეცადნენ მაქსიმალურად გაეცათ პასუხი ამ კითხვებზე, თუმცა ადამიანებს მაინც ჩამოუყალიბდათ გარკვეული სტერეოტიპები დროსთან მიმართებაში.

დამეთანხმებით ალბათ, რომ ფიქრობთ, თითქოს ოსმალეთის იმპერია ძველისძველ დროში არსებობდა, ბნელი 90-იანები 10 წლის წინ იყო, ხოლო მამონტები დედამიწაზე დინოზავრებთან ერთად ცხოვრობდნენ.

ეს სია დროსთან დაკავშირებული წარმოდგენებისა იმდენად შოკისმომგვრელი იქნება თქვენთვის, რომ შეიძლება სკამიდანაც გადავარდეთ.
და ეს არაა ერთადერთი ჩამონათვალი, რომელიც სამუდამოდ შეგიცვლით წარმოდგენას დროზე.

1. პირველი პირამიდები იმ დროს ააშენეს, როცა ბეწვიანი მამონტი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

10 წარმოუდგენელი ფაქტი დროზე, რომელიც გადაატრიალებს თქვენს ცნობიერებას


ალბათ, ფიქრობთ, რომ არც ერთ ადამიანს დედამიწის ზურგზე არ უცხოვრია იმ დროს, როდესაც პლანეტაზე მამონტები არსებობდნენ. ცდებით.
იმ დროს, როცა მამონტების უმეტესობა ამოწყდა ცივილიზაციის გაჩენამდე, მათი მცირე პოპულაცია შენარჩუნდა ჩვ.წ. 1650 წლამდე. ამ დროისთვის ეგვიპტეს უკვე გავლილი ჰქონდა თავისი განვითარების ნახევარი გზა, ხოლო გიზის პირამიდები უკვე 1000 წლის იყო.

2. ოქსფორდის უნივერსიტეტი უფრო ძველია, ვიდრე აცტეკების კულტურა.

10 წარმოუდგენელი ფაქტი დროზე, რომელიც გადაატრიალებს თქვენს ცნობიერებას


ამის დაჯერება რთულია, მაგრამ ამას იუწყებიან წყაროები. ოქსფორდში სწავლის პროცესი 1096 წელს დაიწყო, ხოლო ოფიციალურად უნივერსიეტი 1249 წელს დაარსდა.
რა ხდებოდა ამ დროს დედამიწის მეორე ბოლოში?
რთულია დაჯერება, თუმცა, იმ დროს, როცა ევროპაში პირველი უმაღლესი განათლებბის დაწესებულებები უკვე აშენებული იყო, აცტეკების ცივილიზაცია არც კი არსებობდა. რპგპრც ცნობილია, ეს ერი თაის არსებობას ქალაქ ტენოჩტიტლანის დაარსებიდან, ანუ 1325 წლიდან ითვლის.

3. ყოველ 2 წუთში მსოფლიოში იმდენ სურათს იღებენ, რამდენიც კაცობრიობას 1800-იანი წლების მანძილზე გადაუღია.

10 წარმოუდგენელი ფაქტი დროზე, რომელიც გადაატრიალებს თქვენს ცნობიერებას


ჩვენ დროს ფოტო არ ითვლება რაიმე უჩვეულო ან არაორდინალურად. იღებენ ყველაფერს და ყველაფრით: ფოტოკამერით, ტელეფონით, პლანშეტით, ნოუთბუქის ვებ-კამერით…
ადრე კი: ჯერ ერთი, ფოტოს არსებობის შესახებ ერთეულებმა იცოდნენ; მეორე, სპეციალური ტექნიკაც მარტივი საშოვნელი არ იყო.
წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია: დღესდღეობით დედამიწის ზურგზე ყოველ წუთს ადამიანები იმდენ ფოტოს იღებენ, რამდენსაც ადრე 100 წლის მანძილზე.

4. ფაქსი იმავე წელს გამოიგონეს, როცა ადამიანები ისტორიულ ორეგონის გზაზე დადიოდნენ.

10 წარმოუდგენელი ფაქტი დროზე, რომელიც გადაატრიალებს თქვენს ცნობიერებას


ფაქსის პირველი აპარატი შექმნა ალექსანდრე ბეინმა 1843 წელს. თითქოს არაფერი, მაგრამ ამავე დროს ამერიკაში ახალი დაწყებული იყო მოსახლეობის გადასახლება.

5. როდესაც Warner Brothers დაარსდა, ოსმალეთის იმპერია ჯერ კიდევ არსებობდა.

10 წარმოუდგენელი ფაქტი დროზე, რომელიც გადაატრიალებს თქვენს ცნობიერებას


როგორც წყარობეი იუწყებიან, ძმებმა ჰარი, ალბერტ, სემ და ჯერ უორნერებმა თავიანთი პირველი კინოთეატრი „კასკადი“ ნიუ-კასლში 1903 წელს გახსნეს. ოსმალეთის იმპერია კი 1923 წლამდე არსებობდა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქვეყნოდ ცნობილი კომპანია უშვებდა საუკეთესო ფილმებსა და სერიალებს იმ დროს, როცა სხვა კონტინენტზე ჯერ კიდევ არსებობდა უძველესი იმპერია.

6. ჰარვარდის უნივერსიტეტი იმაზე ადრე დაარსდა, ვიდრე გამოთვლითი ოპერაციები გაჩნდებოდა.

10 წარმოუდგენელი ფაქტი დროზე, რომელიც გადაატრიალებს თქვენს ცნობიერებას


ჰარვარდი აშშ-ს უძველესი უმაღლესი განათლების დაწესებულებაა, რომელიც 1636 წელს დაარსდა. გამოთვლები კი მეჩვიდმეტე საუკუნემდე უცნობი იყო, ვიდრე არ გაჩნდებოდა ლეიბნიცის და ნიუტონის შრომები. საინტერესოა, რას შეისწავლიდნენ?

7. თუ თქვენ 45 წელზე მეტის ხართ, თქვენი სიცოცხლის მანძილზე დედამიწის მოსახლეობა ორჯერ გაიზარდა.

10 წარმოუდგენელი ფაქტი დროზე, რომელიც გადაატრიალებს თქვენს ცნობიერებას


რიცხვები ყველაფერს თავად გეტყვიან: 1938 წელს ჩვენი პლანეტის მოსახლეობა 3.5 მლრდ ადამიანი იყო. დღესდღობით მოსახლეობა 7.2 მლრდ კაცს ითვლის. და ეს რიცხვი ყოველდღე 200 000-ით იზრდება.

8. დღესდღეობით ჯერ კიდევ არსებობენ ვეშაპები, რომლებიც იმაზე ადრე დაიბადნენ, ვიდრე „მობი დიკი“ დაიწერებოდა. 

10 წარმოუდგენელი ფაქტი დროზე, რომელიც გადაატრიალებს თქვენს ცნობიერებას


მეცნიერების მტკიცებით, ალასკის სანაპიროსთან მცხოვრებ ვეშაპებს 200 წელზე მეტხანს შეუძლიათ სიცოცხლე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი ეს ძუძუმწოვარი იმაზე ადრე დაიბადა, ვიდრე 1851 წელს მელვილი „მობი დიკს“ დაწერდა.

9. თუ დედამიწის ისტორიას 1 წლამდე დავიყვანდით, ადამიანები პლანეტაზე 31 დეკემბერს, დაახლოებით 23:58 გაჩნდებოდნენ

10 წარმოუდგენელი ფაქტი დროზე, რომელიც გადაატრიალებს თქვენს ცნობიერებას

.
ეს მარტივი გამოსათვლელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანების რასა დედამიწის არსებობის დროის მხოლოდ 0.004% ცხოვრობს.

10. როდესაც კინოთეატრებში გაჩნდა „ვარსკვლავური ომები“, საფრანგეთში ჯერ კიდევ გილიოტინაზე სჯიდნენ. 

10 წარმოუდგენელი ფაქტი დროზე, რომელიც გადაატრიალებს თქვენს ცნობიერებას


არ გჯერათ? თვითო განსაჯეთ: ლეგენდარული „ვარსკვლავური ომები“ კინოთეატრებში 1977წლის მაისში გაჩნდა.
გილიოტინაზე ბოლო დასჯა 10 სექტემბერს შედგა.
ალბათ, ყბა დაღებული გაქვსთ. ეს ფაქტები ყველას შოკს მოგვრის.
საოცარი რამეა დრო! რა სწრაფად მიექანება…

Comments
Loading...