ფაჩულია ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში ისწავლის

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი და “დეტროიტ პისტონსის” ცენტრი, ზაზა ფაჩულია, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში ისწავლის.
ამის შესახებ ფაჩულიამ ინფორმაცია სოციალურ ქსელ – ინსტაგრამსა და ტვიტერზე გაავრცელა.

“ბედნიერი ვარ, რომ “ჰარვარდის” ბიზნეს სკოლაში, მაგისტრატურაზე დავბრუნდი და ანითაელ ბერსის კლასში ვისწავლი”, – დაწერა ფაჩულიამ.

ჰარვარდის უნივერსიტეტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებლად ითვლება.

Comments
Loading...