ფეისბუქი ინსტაგრამისა და FB მესენჯერის გაერთიანებას იწყებს

როგორც ჩანს, ფეისბუქი ინსტაგრამის და FB მესენჯერის გაერთიანებას გეგმავს. 14 აგვისტოს The Verge-ის რამდენიმე რედაქტორმა iOS და ანდროიდ მოწყობილობებზე ინსტაგრამის აპლიკაციაში დაინახეს შეტყობინება ტექსტით — "ინსტაგრამში ურთიერთობა უკვე ახლებურად შეგიძლიათ".

განახლების შემდეგ ინსტაგრამის მარჯვენა ზედა კუთხეში DM ღილაკის ლოგო მესენჯერის ლოგოთი იცვლება. განახლების შემდეგ ინსტაგრამის ჩატი გამოსაყენებლად უფრო კომფორტული ხდება და მასში ინტერაქციის უფრო მეტი შესაძლებლობა ჩნდება, თუმცა ამ მომენტისთვის ინსტაგრამ და ფბ მეგობრებს შორის მიმოწერის ფუნქცია არ მუშაობს.

ფოტო: The Verge

ფეისბუქს საკუთარი სოციალური პლატფორმების გაერთიანების სურვილი უკვე დიდი ხანია, რაც აქვს. ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციის შედეგად, მომავალში ინსტაგრამის, ფეისბუქის და WhatsApp-ის მომხმარებლებს ერთმანეთთან მიმოწერისთვის ერთი და უნივერსალური მესენჯერიც დააკმაყოფილებს. ასეთი გაერთიანებით ფეისბუქი ეფლის iMessage-ის პირდაპირი კონკურენტი გახდება.

შეგახსენებთ, რომ ფეისბუქმა ინსტაგრამი 2012 წელს $1 მლრდ-ად შეიძინა, ხოლო WhatsApp-ში სოციალურმა ქსელმა 2014 წელს $19 მილიარდი გადაიხადა.

 

წყარო: On.ge

Comments
Loading...