ფერთა თერაპია-განწყობის ასამაღლებელი საშუალება იზოლაციისას

ფერთა თერაპიის ექსპერტმა დაასახელა ფერები,რომლებიც ამაღლებენ განწყობას და ასტიმულირებენ კრეატიული მოქმედების უნარს,თვითიზოლაციის პერიოდში.ამ ინფორმაციას ავრცელებს Daily Mail.

დიზაინერი ნიუ-იორკიდან,ტანია ტეილორი, საუბრობს თუ რა დადებითი გავლენა აქვს ადამიანის ფსიქიკაზე გარკვეულ ფერებს. მაგალითად,სიმშვიდის შესაქმნელად თქვენ უნდა ატაროთ ლურჯი, მეწამული და ღიავარდისფერი ნივთები.ასეთი ფერების საგნები ანელებენ გულის ცემას, ქვემოთ სწევენ არტერიულ წნევასა და შფოთვის დონეს.
მეწამულის ფერი განსაკუთრებით კარგად მოქმედებს გონებასა და ნერვებზე,ხოლო ვარდისფერი ქმნის უსაფრთხოების განცდას.

გარდა ამისა,დიზაინერი გვირჩევს,ჩვენს სამოსში შემოვიტანოთ მწვანე და ყვითელი ფერები.
“მწვანე ფერები სიცოცხლესა და ჰარმონიას სძენს ადამიანს,ხოლო ყვითელი-ენერგიასა და ბედნიერებას”-ამბობს ტეილორი.

Comments
Loading...